ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მიდგომებს და დამოკიდებულებებს შორის არის. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილის. ეს არის ზუსტად ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა.
tbl.ge/68zs
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი. მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჩაატარა ბრიფინგი და თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის გენმდივანი დავით კირთაძე იქნება.
ამავე თემაზე
- შევქმნით "რეფორმატორთა საბჭოს", აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი
- თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე




