ენმ

ბობოხიძე: ხაბეიშვილი ჩამოყალიბდა მატყუარად, რომელიც ყველაფერს იკადრებს ძალაუფლებისთვის

კაკო ბობოხიძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც თქვა, რომ 2016 წელს ენმ-ში 6 თვე იმიტომ არ იყო, რადგან პარტიას ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდა მიშა სააკაშვილს.

"ლევან ხაბეიშვილი, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა ერთ ჩვეულებრივ, პოპულისტურ, მატყუარა ადამიანად, რომელიც მზად არის ყველაფერი იკადროს პირადი ძალაუფლების განმტკიცებისთვის. დღესაც, მიშას სახელით ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მიშას სახელით მოიპოვონ პირადი ძალაუფლება და რისი სახელითაც და ვისთვისაც იბრძვიან, სამწუხაროდ, ისიც კი მათთვის მეორადია და მათ ინტერესს არ წარმოადგენს". – ამბობს ბობოხიძე.

ბობოხიძის თქმით, ენმ-ში დაპირისპირება არა ღირებულებებისა და იდეების, არამედ კონკრეტული ლიდერების ინტერესების დასაცავად მიმდინარეობს.

"სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რა ხაზითაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება. ეს არის დაპირისპირება არა იდეების, არა ღირებულებების, არა ქვეყნის ინტერესების, არამედ სწორედ იმ ხაზის, რაც ხაბეიშვილმა სცადა, რომ გადმოეტანა რატომღაც ევროპულ საქართველოსთან ურთიერთობაშიც, რომ რომელიმე ჯგუფი კვლავ უპირებს მიშას პარტიის "ახევას" და პოლიტიკაში ბრძოლა მიდის არა ღირებულებებისთვის, არამედ რომელიმე ლიდერის და ბელადის ინტერესების დასაცავად. ეს მიგვაჩნდა და კვლავ მიგვაჩნია სამარცხვინოდ". – თქვა ბობოხიძემ.

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ხაბეიშვილი იტყუება, როდესაც საუბრობს მის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების მიზეზებზე.

"გასვლის მიზეზებზე საუბრობს ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელსაც გაყვა ლევან ხაბეიშვილი და საუბრობს ბატონი ლევან ხაბეიშვილიც, ამის არქივი არსებობს. არსად, არცერთი სიტყვით დაპირისპირება ბოკერიასა და სააკაშვილს შორის ნახსენები არ არის. მეტიც, თუ ეს დაპირისპირბე არასებობდა, მაშინ მიშას ერთგულებაზე თავის დამდები კაცს, რომელიც დღეს ამაზე აპელირებს და ამით აპირებს ნაციონალურ მოძრაობაში თავჯდომარის პოსტზე გამარჯვებას, პარტია კი არ უნდა დაეტოვებინა, პირიქით, პარტიაში ბრძოლა უნდა გაეგრძელებინა მიშას მხარდასაჭერად". – ამბობს ბობოხიძე.

ბობოხიძეს თქმით, ლევან ხაბეიშვილი ასევე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ენმ 2016 წელს გადავიდად დახურულ მართველობაზე და იყო კაბინეტური მმართველობა.

"2016 წელის არჩევნების წინ, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სიებს დააკომპლექტდებნენ რეგიონალური ორგანიზაციები, რეგიონებში მიღებული ხმების, ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების წონის მიხედვით გამოყოფილი სადეპუტატო ადგილების მიხედვით. სწორედ ასეც მოხდა, ევროპული საქართველო ასე აგრძელებს დღემდე სიის დაკომპლექტებას და როგორც ვიცი, ნაციონალური მოძრაობაც იგივეს აკეთებს. მათ პარტია დატოვეს მაშინ, როდესაც პარტია გაიხსნა ცენტრალური მმართველობიდან და აქტიურად ჩაერთნენ რეგიონალური ორგანიზაციები". – თქვა ბობოხიძემ.

დაბოლოს, ბობოხიძემ ასევე გამოეხმაურა ხაბეიშვილის ბრალდებას, რომ მან ენმ დატოვა იმის გამო, რომ პარტიას გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი მართავდნენ.

"ბოკერია-ჩერგოლეიშვილმა 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში დატოვა ენმ და ამის შემდეგ  საკრებულოს არჩევნებმადე, როგორც აღმოჩნდა ნიკა მელიას შეთავაზებით, ლევან ხაბეიშვილი არ აღმოჩნდა საკრებულოს სიაში, ის ბოკერიასგან გათავისუფლებულ ნაცმოძრაობასთან იყო დაპირისპირებაში და აქაც შესაძლებელია საარქივო მასალის ნახვა, სადაც ბოკერიასგან წასულ და მიშას გამარჯვებულ ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად ისევე აკრიტიკებდა და ლანძღავდა, როგორც იქცევიან დღეს სხვა ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ნახევრად მწარე ირონიით, კაცი რომელიც გაექცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას ენმ-დან, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად, ეს მიმინდია საზოგადოებისთვის და მიმინდია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ხვალ უნდა გადაწყვიტონ, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ვინ უნდა იყოს თავჯდომარე". – თქვა ბობოხიძემ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელია პარტიის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. მელია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. ნიკა მელიას თქმით, 9 ნოემბერს სწორედ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "გააკეთებინეს" ენმ-ში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება პარტიის რამდენიმე წევრს.

კომენტარები