დაპირისპირება ენმ-ში

მელია: ხაბეიშვილი ნახევარ საათში დავითანხმე, რომ ვაშაძის პარტიიდან ენმ-ში დაბრუნებულიყო

ადამიანის პარტიაში მოყვანა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ პარტიიდან წასული ადამიანის პარტიაში მობრუნება ძალიან რთული ამოცანა იყო. მე ყველაფერი გავაკეთე 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში, რომ ლევან ხაბეიშვილი მე, პირადად, მე, მხოლოდ მე, როცა ის იყო გიორგი ვაშაძის პარტიაში და როდესაც საუბრობდნენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას არაფერი ეშველება, ნაციონალური მოძრაობა განწირულია, ერთი ნაგავია ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც", ვხედავდი მაშინ, რომ ეს ადამიანი არის აქტიური და გამოვთქვი მასთან შეხვედრის სურვილი. შევხვდი, შევთავაზე საკრებულოს სიაში ჩაწერა, რადგან აქტიური იყო, ნახევარ საათში დამთანხმდა, ნახევარ საათში. მაგრამ პრობლემები მერე დამეწყო პარტიაში, როდესაც მთელი ორი კვირის განმავლობაში თბილისის რაიონული ორგანიზაცია ვერ დავარწმუნე, რომ უნდა მიგვეღო ლევან ხაბეიშვილი.

მაგრამ ახლა რეტროსპექტივაში რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს, მე რასაც მიკეთებს და აკეთებინებენ, უფრო სწორად. ნახევარ საათში მე დავითანხმე, წამოდი გიორგი ვაშაძის პარტიიდან მეთქი და დამთანხმდა და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს... 

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები