ეს გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნაცმოძრაობაში, კარგი შედეგით დასრულდება ჩვენი ქვეყნისა და ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად, ეს არის სკანდალური თემა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც, ალბათ, უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ეს, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსებაა რაც ჩვენი კანონდებლობის მიხედვით საკმაოდ მკაცრად ისჯება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კობახიძე: პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ავტომობილს რომ ჩუქნის, ეს მკაცრად ისჯება
tbl.ge/68zj
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 22 იანვარს ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მანქანა აჩუქა. "დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?" - მიმართა მელიამ კეზერაშვილს და განმარტა, რომ კეზერაშვილმა მეორადი მანქანა თავად გამოგზავნა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა ენმ-ში მიმდინარე პროცესებში ჩარევა სცადა, მანქანის უკან დაბრუნება სურდა, თუმცა ის არ ჩაიბარეს და დღემდე ავტოფარეხში დგას. საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




