ევროპული საქართველო

ბოკერია: ვაპირებ, რომ 24 თებერვალს უკრაინელი დევნილების აქციაზე წავიდე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია 3 პარტიის: დროას, გირჩი-მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად 24 თებერვალს რუსთაველზე გაიმართება. ბოკერიას თქმით, ის აპირებს, რომ 24 თებერვალს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების აქციაზე წავიდეს.

"რამდენადაც ვიცი, 24 თებერვალს არის საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების აქცია და პირადად მე ვაპირებ, რომ ამ აქციაზე წავიდე. რა თქმა უნდა, პარტიულად იმ სამ პარტიასთან ერთად [დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი] არცერთი აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ. ამ დღეს მოქალაქეები უკრაინის მიმართ საკუთარ სოლიდარობას ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ, ეს ასე მოხდება. როგორც უკვე გითხარით, 24 თებერვალს თბილისში ასევე არის უკრაინელების აქცია, ვისთან ერთადაც ჩვენ ბევრ საკითხში ვთანამშრომლობთ და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო". - თქვა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადება 3 პარტიის: დროასგირჩი-მეტი თავისუფლებისსტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მოძრაობა თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერის, აკია ბარბაქაძის თქმით, იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება.

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან 1 წელი შესრულდება.

კომენტარები