რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ

ტანკი Leopard 1 2000 წლის სამხედრო წვრთნებზე
Eckehard Schulz / AP

გერმანიამ რამშტაინის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

"ეს დრო უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის აღჭრუვილობისა და წვრთნების მისაწოდებლად, რადგან რუსეთი გაზაფხულში სრულმასშტაბიან თავდასხმას განაახლებს გაზაფხულში, უკრაინა კარგადაა აღჭურვილი, Leopard-ების გარეშეც". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, რამშტაინში გადაწყვეტილება Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ ვერ მიიღეს. თუმცა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.

იენს სტოლტენბერგმა რამშტაინში, ასევე, აღნიშნა, რომ მოელის Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებების განვითარებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები