საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. რუსეთის მცდელობისას, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ მოესმინა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ ეს სურთ, თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში
tbl.ge/68uu
დაკოპირდა

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]
ამავე თემაზე
- აშშ: შემთხვევითი არაა, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა
- დეგნანი: ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში
- აბასთუმანში რუმსის სასტუმრო გაიხსნება, პროექტში აშშ-მ $8.6 მლნ-ს ინვესტიცია ჩადო – საელჩო
- სუს-ი აშშ-ს საელჩოზე: გამნაღმველებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს, საეჭვო არაფერი აღმოჩნდა
- აშშ-ს საელჩო: ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე შსს-ს რეაგირებას