აშშ-ს საელჩო

აბასთუმანში რუმსის სასტუმრო გაიხსნება, პროექტში აშშ-მ $8.6 მლნ-ს ინვესტიცია ჩადო – საელჩო

US Embassy Tbilisi, Georgia

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, მალე აბასთუმანში რუმსის ახალი სასტუმრო გაიხსნება. პროექტში აშშ-მ $8.6 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო.

"ვამაყობთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკის მთავრობის წვლილიც არის $8.6 მილიონიანი ინვესტიციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული თანამშრომლების სახით. ეს ახალი, ეკომეგობრული სასტუმრო 2024 წელს მიიღებს პირველ სტუმრებს, შექმნის 300-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს და მოიზიდავს $3.5 მილიონამდე დამატებით ინვესტიციას". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო წერს, რომ მხოლოდ ფინანსური განვითარების კორპორაციის მეშვეობით საქართველოში შეერთებულმა შტატებმა 30 წლის განმავლობაში $800 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩადო, აბასთუმნის პროექტი კი ერთ-ერთი პირველია, რომელიც დედაქალაქს გარეთ მიმდინარეობს.

კომენტარები