ირანი

ირანის საგარეო: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ ვაღიარებთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი
REUTERS/Cagla Gurdogan

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

"უკრაინაში ომსა და ხალხის გადასახლებას ვეწინააღმდეგებით. მეორე მხრივ, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მიზეზით, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ყირიმის გამოყოფას უკრაინისგან ჩვენ არ ვაღიარებთ". – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ვინაიდან ირანი საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულობას ინარჩუნებს, ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციას არ აღიარებს. 

აღსანიშნავია, რომ თეირანი მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში ეხმარება და აწვდის სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმებისთვის იყენებს. ამის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

კომენტარები