რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კოსტინი: კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყველა შესაძლო ვერსია განიხილება

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყველა შესაძლო ვერსია განიხილება.

"ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს დაევალათ. საქმე ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი". - თქვა კოსტინმა.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ.

კიევის ოლქში, ბროვარის აღმოსავლეთ ნაწილში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.

კომენტარები