აქ [ენმ-ში] არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. იმიტომ, რომ იმ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა, შემოუთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა რაღაც სხვა მიმდინარეობა აირჩია ცეკვის და არ დათანხმდა. ხაბე დათანხმდა, ხაბე ჯიგარია... მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ ნაცებს. ეს ახალი თაობა, ხაბეს ვეძახი მაინც ახალ თაობას, თურმე ეყრდნობა ვის - ვანო მერაბიშვილს და ამით ამაყობს. ბიჭო, მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმ ორი გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო... ხერხემალი იყო, ამას უწოდებდნენ. იმ რეჟიმის ერთერთი შემოქმედი იყო და ამიტომ გააგდო პანჩურით ქართულმა საზოგადოებამ. მე მგონია რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტო და გაფორმდება 28-ში და მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა საშუალება, ალბათ.
tbl.ge/68r4
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმიანება ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინტერვიუს, სადაც მან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაპირისპირებასა და პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა
ირაკლი ზარქუანიკა მელიალევან ხაბეიშვილიენმარჩევნები ენმ-შთავმჯდომარის არჩევნები ენმ-შიერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ამავე თემაზე
- ცისკარიშვილი: არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული, თუ სააკაშვილი არ იქნება კამპანიაში ჩართული
- სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო
- ბეჟაშვილი: გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა
- ენმ CPT–ს ანგარიშზე: სააკაშვილი ვივამედში ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია
- ენმ-მ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა