პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ ვიხილეთ. გაოცებული ვარ. არც ერთი სიტყვა პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანაზე, გეგმებზე, მოქმედებაზე, პარტიის გაძლიერებაზე, რუსი ოლიგარქის დამარცხებაზე, მის მავნებლობაზე, არანაირი კომუნიკაცია აქტივთან და პარტიის წევრებთან, არანაირი მოქმედება.. მინდა ბოდიში გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული პოლიტიკურად, უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი.
ნიკა მელიამ უნდა გაიგოს რომელ პარტიაში იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მას ალბათ ჰგონია, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელია, ან სხვა პარტიაში იცავენ და თავს ესხმის ლევან ვარშალომიძეს, დავით კირკიტაძეს, ცისკარიშვილს, ბოტკოველს, არ ვიცი, დატოვა ვინმე ნაციონალურ მოძრაობაში, ვისაც თავს არ ესხმის?!





