გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგი გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს დააკავა

ცნობილი შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ტუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად გერმანიის სოფელ ლიუცერატის დანგრევას აპროტესტებდა, რომელიც გერმანულმა ენერგეტიკულმა კომპანია RWE AG-მ შეისყიდა და სოფლის ტერიტორიაზე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას გეგმავდა. 

პოლიციის სპიკერის თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება.

"გრეტა ტუნბერგი იყო იმ აქტივისტებთაგან ერთ-ერთი, რომელიც პროტესტის ნიშნად მაღაროს კიდესკენ გაეშურა. თუმცა, ის შეაჩერეს და მოხდა ჯგუფთან ერთად მისი გაყვანა საშიშროების ადგილიდან, რათა მომხდარიყო მათი იდენტობის დადგენა". – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბრისას. 

კომენტარები