EUMM

13 იანვარს მეჯვრისხევში ევროკავშირის მისიის მონიტორინგისას რუსებმა ცეცხლი გახსნეს

European Union Monitoring Mission in Georgia

13 იანვარს საოკუპაციო ხაზის სოფელ მეჯვრისხევთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლების მონიტორინგისას რუსული ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. ინფორმაცია ტაბულას EUMM-ში დაუდასტურეს.

სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მათ დაშვებაზე უარს ამბობენ.

კომენტარები