EUMM

EUMM ე.წ. სამხრეთ ოსეთში გახშირებული დაკავებების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

http://www.eumm.eu/

ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­საზ­ღვრო ზოლ­თან ახ­ლოს გახ­ში­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბის გა­მო, შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. ამის შე­სა­ხებ, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია სა­კუ­თარ ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში სა­უბ­რობს.

რო­გორც პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მი­სი­ამ ცხე­ლი ხა­ზის ამოქ­მე­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხე­ლი შე­უწ­ყო დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვას. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია მი­ე­სალ­მე­ბა ცხინ­ვა­ლი­დან და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა მომ­დევ­ნო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. 

"გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვა პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე, რო­მელ­ზე დაკ­ვრი­ვე­ბა­საც მი­სია კვლავ გა­აგ­რძე­ლებს. ეს თე­მა ასე­ვე მთა­ვა­რი სა­კით­ხი იყო ერ­გნეთ­ში. ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჯგუ­ფის მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­სა და ეუ­თოს ხელ­შეწ­ყო­ბით გა­ი­მარ­თა", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­რე­ლიზ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ,  ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მო­ქა­ლა­ქე გუ­შინ გა­ათა­ვი­სუფ­ლე­ს. 

კომენტარები