95 წლის ასაკში იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა.
ლოლობრიჯიდამ სამსახიობო კარიერა 1946 წელს დაიწყო. 1947 წელს მის იტალიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა. საყოველთაო პოპულარობა 50-იან წლებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ნათამაშები აქვს ფილმებში ფანფან-ტიტა, პური, სიყვარული და სიზმრები, პური, სიყვარული და ეჭვიანობა, კუზიანი ნოტრ-დამიდან. 1960-70-იან წლებში დაკავდა ფოტოჟურნალისტიკით, გამოუშვა რამდენიმე ფოტოალბომი. 1986 წელს იყო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. სამსახიობო კარიერა დაასრულა 90-იან წლებში. მიღებული აქვს BAFTA, ოქროს გლობუსი და დავიდ დი დონატელოს სამი ჯილდო. 2018 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მსახიობს ვარსკვლავი გაუხსნეს.
90-იან წლებში იყო UNICEF-ისა და UNESCO მოხალისე. 1999 წელს კენჭი იყარა ევროპარლამენტში, თუმცა მისმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. 2022 წელს 95 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა იტალიის საპარლამენტო არჩევნებში.