ნეპალი

ნეპალში ბოლო 30 წელში ყველაზე მძიმე ავიაკატასტროფას 64 ადამიანი ემსხვერპლა

Bijay Neupane/Handout via REUTERS

ნეპალში შიდა ფრენისას თვითმფრინავი, რომელსაც 72 ადამიანი გადაჰყავდა, აეროპორტთან ჩამოვარდა. მას ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფას 64 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილას ასობით მაშველია მობილიზებული. 

ეს ავიაკატასტროფა ნეპალში 1992 წლის შემდეგ ყველაზე სასიკვდილოა. 1992 წელს Airbus A300-ის ჩამოვარდას 167 ადამიანი ემსხვერპლა.

2009 წლიდან დღემდე თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნეპალში სულ მცირე 309 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოს 14 უმაღლესი მთიდან რვა ნეპალშია, მათ შორის ევერესტი, ამიტომ ამინდის მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება ფრენისთვის საშიში პირობები შექმნას.

ევროკავშირმა 2013 წლიდან ნეპალის ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა, მიზეზად კი უსაფრთხოება დაასახელა.

კომენტარები