ლონდონის თავდასხმა

ლონდონში თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია

იუსტონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თავდასხმა მოხდა
Google Street View

მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, ლონდონში თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი შვიდი წლის ბავშვია. 

თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი ტარდებოდა. პოლიციის განმარტებით, გასროლა მოძრავი ავტომობილიდან მოხდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი გოგოა. დაზარალებულთა სიცოცხლე საფრთხეში არაა, თუმცა ორმოცდარვა წლის ქალმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. 

ჯერ-ჯერობით პოლიციას თავდამსხმელი არ დაუკავებია. 

კომენტარები