საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა, იმპორტი – 33.2%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 043.0 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.8%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ დოლარია (+31.8%), ხოლო იმპორტი - 13 450.1 მლნ დოლარი (+33.2%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 857.3 მლნ. აშშ დოლარს და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 %-ს შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

კომენტარები