თბილისის მერია

მერია: თბილისში, ჯამში, 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა, სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვის ჯგუფი გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს აგრძელებს. განცხადების მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში, ჯამში, 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

თბილისის მერიის ცნობით, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დილიდან გაგრძელდა. 

"ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომელიც 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. 

კოორდონაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით". - თქვა თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა, დავით ფაჩულიამ. 

კომენტარები