ოქროს გლობუსი 2023

სტივენ სპილბერგმა მერვე ოქროს გლობუსი მიიღო

Deadline

ბევერლი-ჰილზში რიგით მე-80 ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ლეგენდარულმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა მერვე ოქროს გლობუსი მიიღო.

სახელოვანი რეჟისორი ფილმისთვის The Fabelmans დააჯილდოვეს. ავტობიოგრაფიული დრამა ოქროს გლობუსის მთავარი პრეტენდენტია, სურათი 5 ჯილდოზეა წარდგენილი. კინოკრიტიკოსების აზრით The Fabelmans წლევანდელი ოსკარის მთავარი ფავორიტი იქნება.

სტივენ სპილბერგს ჯამში 27 ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული. სამჯერ ის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. კიდევ ხუთი ჯილდო სპილბერგმა პროდიუსერის რანგში მიიღო. 

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები