ბევერლი-ჰილზში რიგით მე-80 ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. საუკეთესო მსახიობი ქალის(დრამატული ფილმი) კატეგორიის გამარჯვებული ქეით ბლანშეტი გახდა.
ბლანშეტი ფილმ Tar-ში შესრულებული მთავარი როლისთვის დააჯილდოვეს. ტიტულოვანი მსახიობისთვის ეს რიგით მე-13 ნომინაცია და მე-4 ჯილდოა.
ბლანშეტი დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო, წამყვანების თქმით მსახიობი დიდ ბრიტანეთში, გადაღებებზე იმყოფება.
პირველი ოქროს გლობუსი ქეით ბლანშეტმა 1999 წელს ფილმ ელისაბედისთვის მიიღო. მოგვიანებით მსახიობმა კიდევ ორჯერ 2007 და 2014 წლებში გაიმარჯვა.
დრამატულ ფილმში საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიის გამარჯვებული კოლინ ფარელი გახდა.
2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.