ოქროს გლობუსი 2023

ეიფორიაში შესრულებული როლისთვის ზენდაიამ პირველი ოქროს გლობუსი მიიღო

NBC

ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დრამატულ სერიალში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის ზენდაია დაჯილდოვდა.

ზენდაიასთვის ეს პირველი ოქროს გლობუსია. ახალგაზრდა მსახიობს ეიფორიაში შესრულებულმა როლმა, მეორე მსხვილი სატელევიზიო ჯილდო მოუტანა. 2020 და 2022 წლებში მსახიობმა რუ ბენეტის როლისთვის ორი ემი მიიღო. 

დაჯილდოების ცერემონიაზე ზენდაია არ იმყოფებოდა. წამყვანების თქმით მსახიობმა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოახერხა მოსვლა.

ზენდაია დღევანდელი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მსახიობია, რომელსაც პოპულარობა ადამიანი-ობობას ფილმებსა და დიუნში შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები