ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 10 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.49 თეთრით გამყარდა, ევროსთან 1.12 თეთრით გაუფასურდა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6941 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8921 ლარი. ევრო დოლარზე თითქმის 20 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები