მიხეილ სააკაშვილი

მანჯგალაძე: სააკაშვილისთვის პატრიარქის წერილი არ არის ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუში

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილი არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად.

"არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად.

[...] როცა ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული და სხვა რეალობა შეიცანიო, ეს რას ნიშნავს, ანუ დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიცნოს? და რას დაელოდოს, სიკვდილს? ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს". – თქვა მანჯგალაძემ.

ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა.

"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". – წერია ილია II-ს მილოცვაში.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა წერილზე გამოხმაურებას უპასუხა და დაწერა, რომ პატრიარქის მილოცვაში ვინც "სულიერი რეალობა" ციხეს დაუკავშირა, მათ სიტყვა "სულიერი" გამორჩათ.

კომენტარები