მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი პატრიარქის წერილზე: ვინც ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი"

IPN

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მადლობას უხდის სანდრა რულოვსისა და ნიკოლოზ სააკაშვილთან შეხვედრის გამო. სააკაშვილი წერს, რომ პატრიარქის მილოცვაში ვინც "სულიერი რეალობა" ციხეს დაუკავშირა, მათ სიტყვა "სულიერი" გამორჩათ

"დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა. რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება". – წერს სააკაშვილი.

ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა.

"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". – წერია ილია II-ს მილოცვაში.

კომენტარები