ვლადიმირ პუტინი

პუტინს კიბო სჭირს, ეს მასთან დაახლოებული წყაროებისგან ვიცით – უკრაინის დაზვერვის მეთაური

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კიბო სჭირს. ამის შესახებ მან ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

ჟურნალისტის შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინს განუკურნებელი დაავადება სჭირს ბუდანოვმა დადებითი პასუხი გასცა. 

"რა თქმა უნდა. ის ძალიან დიდი ხანია ავადაა". – თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

"ვფიქრობ, მალე მოკვდება. ვიმედოვნებ". – დაამატა ბუდანოვმა. 

ბუდანოვის თქმით, ომი პუტინის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს.

ჟურნალისტის შეკითხვას, სჭირს თუ არა პუტინს კიბო, ბუდანოვმა ასევე დადებითი პასუხი გასცა. "ვფიქრობთ, კიბოა", – თქვა მან. 

ბუდანოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაზვერვაში ამას უბრალოდ არ ფიქრობენ და მათ ეს პუტინთან ახლოს მყოფი წყაროებისგან იციან.

კომენტარები