დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

იუნ სოკ იოლი: 2018 წლის ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერებას განვიხილავთ

4 იანვარს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლმა თქვა, რომ ის განიხილავს 2018 წლის ორმხრივი სამხედრო პაქტის შეჩერებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი საჰაერო სივრცეს კვლავ დაარღვევს. 

იუნმა პაქტის შეჩერების შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კორეული დრონების სამხრეთში კიდევ ერთხელ შეჭრის შესახებ ბრიფინგი გამართა. 

2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის იმდროინდელ პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის შეთანხმება დაიდო.  შეთანხმება კრძალავს "მტრულ ქმედებებს" სასაზღვრო ზონაში. საზღვრის ირგვლივ ფრენები აკრძალულია და ზონა მაქსიმალურად დემილიტარიზებულია.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ უპილოტო დრონებით ორჯერ გადაკვეთა საზღვარი და დაარღვია ორმხრივი შეთანხმება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში დაძაბულია, მაგრამ კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაისში იუნმა თანამდებობა დაიკავა და პირობა დადო, რომ ფხენიანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდა.

კომენტარები