ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რანგით მეორე სამხედრო მაღალჩინოსანს ათავისუფლებს

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ თანამდებობიდან პაკ ჯონგ ჩონი, ჯიმ ჩენ ინის შემდეგ ყველაზე ძლიერი სამხედრო წარმომადგენელი, გაათავისუფლა. 

 ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ხმის მიცემისას თავჩახრილი პაკ ჯონგ ჩონი აჩვენა, რომელსაც საკუთარი მოსაზრება არ  გამოუხატავს. ის, ასევე, არ ჩანდა ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის გამოქვეყნებულ ფოტოებზე. 

 პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისია, რომელსაც კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ყველაზე ძლიერ სამხედრო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ ითვლება. პაკ ჯონგ ჩონი მას შემდეგ შეცვალეს, რაც კიმ ჩენ ინმა ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების და უფრო დიდი ბირთვული არსენალის შემუშავება გადაწყვიტა. 

 ამის მიუხედავად, გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

კომენტარები