რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 3 400 უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენის, ალენა ვერბიცკაიას თქმით, ამ დროისთვის 3 400-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. სულ მცირე, 15 000 ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება.

"რა მოხდა მათთან, ჩვენ არ ვიცით. ალბათ, ისინი მოხვდნენ სამხედრო ტყვეთა რიცხვში; შეიძლება, ძალით გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ან, შესაძლოა,  დიდი ხნის წინაც კი მოკლეს". - თქვა ვერბიცკაიამ. 

მისივე თქმით, დაკარგული ჯარისკაცების ახლობლებისთვის ასეთი გაურკვევლობა განსაკუთრებით მტკივნეულია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უარს ამბობს უკრაინელი ტყვეების ბანაკებში წითელი ჯვრის საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სამხედრო ტყვეთა უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას სისტემატურად არღვევს. 

კომენტარები