მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო "კვდება"

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც გადაწყვეტილებები სწორედ კანონისა და სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად მიიღება. ჯერ ერთი, როდესაც საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრობენ, ასეთი რამ ჩვენი კანონმდებლობით, სამართლებრივად არ არსებობს, მოწესრიგებული არ არის. მაგრამ, ასეთი რამ არც სხვა კანონმდებლობაში მინახავს. მით უმეტეს, რომ ამას საერთოდ რა საფუძველი აქვს. მიხეილ სააკაშვილი 2-ოთახიან პალატაშია, სადაც ექიმები დასტრიალებენ და თავს ევლებიან. პლუს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ. აპარატურაც მთლიანად ადგილზეა. სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. მას საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს, ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას თავის დროზე ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეობა არ ესიამოვნა, ყოფილმა პრეზიდენტმა სამარცხვინოდ პასპორტი ჩააბარა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო "კვდება", თუ რასაც იძახიან. ეს ნორმალური არ არის. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

კომენტარები