ზოგადად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ისე მოქმედებს, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, 4 წლის განმავლობაში. მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია. მათ შორის, მისი დამოკიდებულება შეცვლილია ნაციონალური მოძრაობის მიმართ. თქვენ გახსოვთ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება ენმ-ს მიმართ. 4 წლის თავზე რაღაც მოხდა, რამაც მას ეს განწყობა შეაცვლევინა. დღეს ის ამ ადამიანებს ჩვეულებრივად ხვდება და მათ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც გუშინ, შვილმკვდარ დედებს, მამებსა და იმ ოჯახებს მიმართა, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, უშუალოდ, უმძიმესი ფორმით მიადგათ ზიანი. ის ენმ-ს წარმომადგენლებს არ ეუბნება, რატომ მომივარდითო - პირიქით, მათ პრეზიდენტის რეზიდენციაში აქეთ ეპატიჟება. როცა შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე საკუთარ სტრატეგიას რადიკალურად ცვლი, ამის უკან რაღაც იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენაა. ეს არის მსჯელობა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნება, მაგრამ, ბუნებრივია, მე ამის იქით არ შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
სალომე ზურაბიშვილი
კობახიძე: ბოლო 2 წელია, ზურაბიშვილის დამოკიდებულება შეცვლილია, მათ შორის, ენმ-ს მიმართ
tbl.ge/687t
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრის დროს.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




