ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.11 თეთრით გამყარდა. 28 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7055 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8789 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 17.3 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები