ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.88 თეთრით გაუფასურდა. 27 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7009 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8800 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 18 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

კომენტარები