ლარი დოლართან მიმართებით 1.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.65 თეთრით. 26 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7028 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8712 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 17 თეთრით ძვირია.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.
რამდენიმე დღეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს.





