დასავლეთი-რუსეთი

მედვედევი: ახლა დასავლეთში სასაუბრო არავისთან არაფერი გვაქვს და არც გვჭირდება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი სტატიაში – ჩვენი ხალხი, ჩვენი მიწა, ჩვენი სიმართლე წერს, რომ 2022 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა და ახლა რუსეთს "დასავლური სამყაროსგან უფრო მეტი რამ განასხვავებს, ვიდრე საერთო აქვს".

მედვედევის თქმით, რუსეთი დასავლეთს ვეღარ ენდობა და მათთან სასაუბრო ან მოსალაპარაკებელი არაფერი აქვთ.

"ახლა სრულიად ცხადია, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებისა და ანგლოსაქსური სახელმწიფოების ურთიერთობაში ამჟამინდელ კონფიგურაციაში ზედმეტია ლაპარაკი ნდობაზე, პარტნიორების თანმიმდევრულობაზე, სიტყვის მიმართ მათ ერთგულებასა და საკუთარ ლამაზად განსაზღვრულ პრინციპებზეც კი. სამწუხაროდ, ახლა დასავლეთში არავისთან არაფერზე გვაქვს სასაუბრო ან მოსალაპარაკებელი და არც გვჭირდება". – წერს მედვედევი.

მედვედევის თქმით, 2022 წლის მოვლენებმა დასავლეთთან სანდო საუბრების შესაძლებლობის "ანულირება მოახდინა".

კომენტარები