დასავლეთი-რუსეთი

პუტინი: მუდამ გვსურდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავით, თურმე, არ გველოდნენ

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, "სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს" საუკუნეების განმავლობაში სურდათ რუსეთის დაშლა.

"ჩვენს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, საუკუნეების განმავლობაში, მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაცია და დასუსტება, დაშლა. ამაში ახალი არაფერია. როგორც ეჩვენებათ, ძალიან დიდი ქვეყანა ვართ, რომელიც ვიღაცისთვის საფრთხეა, ამიტომაც საჭიროა მისი ოდნავ დაქუცმაცება". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამისთვის "მუდამ ზრდიდნენ იდეებს და გეგმეს სახავდნენ, იმის იმედით, რომ ასე თუ ისე ამას შეძლებდნენ".

პუტინის თქმით, საბჭოთა რუსეთს მუდამ სურდა რომ ყოფილიყო იმ სამყაროს ნაწილი, რასაც მან "ე.წ. ცივილიზებული სამყარო" უწოდა.

"[რუსეთი] მუდამ, თითქმის ყოველთვის, აბსოლუტურად სხვა მიდგომას, სხვა მეთოდებს ინარჩუნებდა... ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ვყოფილიყავით ეგრედ წოდებული ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და, აი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც ჩვენი, საკუთარი ხელებით დავუშვით, რატომღაც გვეგონა, რომ დღე დღეში ამ ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდებოდით. თუმცა, როგორც გაირკვა, იქ ჩვენ არ გველოდნენ, ჩვენი მონდომებისა და მცდელობების მიუხედავად. ამაზე საუბრისას ვგულისხმობ ჩემს ნამოქმედარსაც, მეც ვაკეთებდი ამ მცდელობებს, ჩვენს მცდელობებს, დაახლოების, ამ ნაწილად გახდომის – არა". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და დასავლეთმა საწინააღმდეგო მიდგომები გამოიყენა.

"პირიქით, მიიღეს სხვა მოქმედებები, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტების გამოყენება კავკასიაში, იმისთვის, რომ რუსეთი დაესრულებინათ, დაეშალათ ახალშექმნილი რუსეთის ფედერაცია". – თქვა პუტინმა.

კომენტარები