რუსეთ-უკრაინის ომი

"10-თვიანი ტანჯვა უკრაინელების გამარჯვებით უნდა დასრულდეს" – შტაინმაიერის მიმართვა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საშობაო გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს. მისი თქმით, 10-თვიანი ტანჯვა უკრაინელი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. 

ინფორმაციას 25 დეკემბერს დაგეგმილ გამოსვლაზე Deutsche Welle ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენი გულმხურვალე სურვილია, რომ კვლავ მშვიდობა სუფევდეს". - ნათქვამია შტაინმაიერის საშობაო მიმართვაში. 

Deutsche Welle წერს, რომ შტაინმაიერი გამოსვლას 50 უკრაინელ ლტოლვილ ბავშვთან შეხვედრის ისტორიით დაიწყებს. ახალგაზრდები ომს ოჯახთან ერთად გაექცნენ და ახლა აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონში ცხოვრობენ.

"დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ფრაიბერგში და მათი ოჯახები უკრაინაში ჩვენზე მეტად ისწრაფვიან მშვიდობისკენ. თუმცა, ეს მშვიდობა ჯერ მიუღწეველია".

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მიხედვით, გერმანიამ ომის დაწყების შემდეგ თითქმის მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ხოლო ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სულ მცირე, 2 მილიარდი ევროა დახარჯული.

"ჩვენ ვიმოქმედეთ გადამწყვეტად, როცა ჩვენი დახმარება საჭირო იყო. ჩვენ გვერდში დავუდექით ერთმანეთს. მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნით… 

ის, რაც ჩვენს ბირთვში დევს, რაც ყოველთვის გვაძლიერებდა: ჩვენ ვართ კრეატიულები, შრომისმოყვარეები და მზად ვართ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ჩვენ ამით შეგვიძლია მივიღოთ ძალა და იმედი ახალი წლისთვის". - იტყვის ის გამოსვლაში. 

კომენტარები