ჩინეთი

BLOOMBERG: ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში გასულ კვირაში Covid-19-ით დღეში 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში არსებულ ეპიდემიას მსოფლიოში ყველაზე დიდს ხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ჩინეთის მთავრობის ჯანდაცვის უმარღლეს ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა შეხვედრის ოქმის მიხედვით, ქვეყანაში 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 18% დეკემბრის პირველ ნახევარში დაინფიცირდა. 

ვირუსის სწრაფი გავრცელება, სავარაუდოდ, პეკინის მიერ Covid-19-ის ნულოვანი პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირდება. შეზღუდვების მოხსნამ ომიკრონის შტამის შემთხვევების მკვეთრი გზა გამოიწვია. Bloomberg-ი წერს, რომ პეკინისა და სიჩუანის პროვინციის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი ინფიცირებულია.

კომენტარები