რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის $45 მილიარდი ოდენობის დახმარება გამოყო

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, 2022 წლის 22 დეკემბერი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესში მიმართვიდან ერთი დღის შემდეგ, აშშ-ს სენატმა 1.7 ტრილიონი დოლარის წლიური ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, სადაც $45 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. 

კანონპროექტის 45 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება უკრაინისთვის იმაზე მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია თავდაპირველად ითხოვდა.

ზელენსკიმ კონგრესის ერთობლივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს არ არის "ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის". 

დაფინანსება ნაწილობრივ პირდაპირ მიეწოდება უკრაინელ სამხედროებს და მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, დახმარების პაკეტში, ამასთანავე, გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების აღჭურვილობის მარაგის შევსება, რაც თავის მხრივ, მიეწოდება უკრაინას ან ხმარდება იმ უწყებებს, რომლებიც უკრაინას რუსეთისგან თავდაცვაში ეხმარება.

კომენტარები