მიხეილ სააკაშვილის საქმე

არესტოვიჩი: რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით კვდება და ამაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ამის შესახებ არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live ისაუბრა.

"ის ავად არის, ნელი სიკვდილით კვდება. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] მოკლეს, ეს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება –პროვოკაციების, მასობრივი არეულობის, რევოლუციის დონემდე და ა.შ. ასე თუ არ მოხდა, ეს გავლენას არჩევნებზე მაინც მოახდენს". - თქვა არესტოვიჩმა.

ამასთან, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიკვდილს ექნება შესაბამისი რეაქცია დასავლეთისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან. არესტოვიჩის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ხელს ის უშლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრემლის ეშინია.

"ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია, ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება ან უკვე აღარ ეშინია". - თქვა არესტოვიჩმა

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და რუსეთმა ქვეყანას უამრავი უბედურება მოუტანა, საქართველო ახლა "აბსოლუტურად პრორუსულ კურსს" ატარებს.

კომენტარები