თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

ბათუმში გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მთავარი არხი

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იოსებ სირაბიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

"ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება".- თქვა სირაბიძემ სხოდმაზე. მას გიორგი კირთაძესთან მიახლოვება და ყველა სახის კომუნიკაციაც აეკრძალა. 

19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ყვება, რომ დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

კომენტარები