აშშ-ს პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაცია

ტრამპმა 2016-2017 წლებში საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა

ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015-დან 2020 წლამდე ფედერალურ საშემოსავლო გადასახადის სახით არაერთხელ გადაიხადა საჭიროზე ცოტა ან საერთოდ არაფერი. მიზეზად ის სახელდება, რომ მას უფრო მეტი დანაკარგი ჰქონდა, ვიდრე შემოსავალი.

2016-2017 წლებში გადასახადის სახით მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.  2020 წელს კი ტრამპს გადასახადი არ გადაუხდია.

მიუხედავად იმისა, რომ IRS-ს, აშშ-ს შემოსავლების სამსახურს აქვს ყველა პრეზიდენტის ავტომატურად შემოწმების დიდხნიანი პოლიტიკა, დემოკრატები ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახური ტრამპის დოკუმენტებს არ ამოწმებდა.

თუმცა ტრამპი ამბობდა, რომ შემოსავლების სამსახური მის საქმიანობას აკონტროლებდა. ამით ექსპრეზიდენტი საგადასახადო დეკლარაციების ნებაყოფლობით გასაჯაროებაზე მის წინააღმდეგობას ამართლებდა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კომიტეტმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის 6 წლის ამონაწერის გასაჯაროებას კენჭი უყარა

ხმის მიცემის დროს ყველა დემოკრატმა მხარი დაუჭირა ინფორმაციის გასაჯაროვებას და ყველა რესპუბლიკელმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (24-16) ტრამპის დეკლარაციები გამოქვეყნდა.

კომენტარები