აშშ-ს პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაცია

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით, ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები საჯარო გახდება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კომიტეტმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის 6 წლის ამონაწერის გასაჯაროებას კენჭი უყარა

აშშ-ს პრეზიდენტებს კანონით არ მოეთხოვებათ საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნება, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ისინი ამას ნებაყოფლობით აკეთებდნენ. ტრამპი კი თავისი საგადასახადო დეკლარაციების დასაცავად იბრძოდა.

ხმის მიცემის დროს ყველა დემოკრატმა მხარი დაუჭირა ინფორმაციის გასაჯაროვებას და ყველა რესპუბლიკელმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (24-16) ტრამპის დეკლარაციები გამოქვეყნდება.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ოდესმე მივიღებ კონგრესის წევრის სტატუსით“. - თქვა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, პენსილვანიის დემოკრატმა ბრენდან ბოილმა.

კომენტარები