საქართველოს მთავრობა

პრემიერმა ელჩებს საახალწლოდ უმასპინძლა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. 

"მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა" - აცხადებს საქართველოს მთავრობა და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები