დიდი ოდენობით ნარკოტიკი

BBC: 2022 წელს ამოღებული ფენტანილის რაოდენობა საკმარისია ყველა ამერიკელის მოსაკლავად

ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაციამ (DEA) 2022 წელს 4 500 კგ ფენტანილი და 50.6 მილიონზე მეტი ფენტანილის აბი ამოიღო. 2022 წელს ამოღებული ფენტანილის ეს რაოდენობა  2021 წლისაზე ორჯერ მეტია.

DEA-ს აღწერით, დამოკიდებულების მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკული ნივთიერება, 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი. ეს არის სასიკვდილო ნარკოტიკი, რომელიც აშშ-ისთვის ძლიერ საფრთხეს წარმოადგენს.

ადმინისტრაცია ამბობს, რომ ფენტანილის უმეტესი ნაწილი აშშ-ში მექსიკიდან შემოდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ფენტანილის გამო აშშ-ში ახალგაზრდების სიკვდილიანობამ იმატა მაშინ, როდესაც ნარკოტიკის მოხმარების საერთო რაოდენობამ იკლო. პრეპარატი იმდენად ძლიერია, რომ ერთი ადამიანის სასიკვდილო დოზა ფანქრის წვერზე ეტევა.

კომენტარები