ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.18 თეთრით გაუფასურდა. 20 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6667 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8368 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე თითქმის 17 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

კომენტარები