ჰოლივუდი

AVATAR: THE WAY OF WATER კინოგაქირავების ლიდერია

The Direct

ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერმა Avatar: The Way of Water სადებიუტო უიქენდზე 434.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ავატარის მეორე ნაწილმა 134 მილიონი დოლარი ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავებიდან, ხოლო 300.5 მილიონი დოლარი მსოფლიოს კინოთეატრებიდან მიიღო.

პირველმა ნაწილმა გამხსნელ უიქენდზე მხოლოდ 241.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სიქუელმა თითქმის ორჯერ აჯობა პირველ ავატარს, თუმცა გაიზარდა გაგრძელების ბიუჯეტიც, მეორე ნაწილი კამერონს 460 მილიონი დოლარი დაუჯდა. სპეციალისტების ვარაუდით ამხელა ბიუჯეტის მქონე ბლოკბასტერისთვის დადებითი მაჩვენებელი 2 მილიარდი დოლარია.

ფილმის სიუჟეტი პირველი ნაწილის ამბებიდან რამდენიმე წელში ვითარდება. მთავარი გმირები ჯეიკი და სალი, შვილს, კირის ზრდიან. საფრთხის გამო ოჯახი საცხოვრებლად პლანეტა პანდორის სხვა ნაწილში, წყლის ტომების ტერიტორიაზე გადადის.

მეორე ავატარში მთავარ როლებს სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი, ქეით უინსლეტი და მიშელ იეო ასრულებენ. 

ავატარის მეორე ნაწილის ნახვა ქართველ მაყურებელს Cavea-ს კინოთეატრებში უკვე შეუძლია.

კომენტარები