მიხეილ სააკაშვილი

ჰერჩინსკი სააკაშვილზე: 21-ე საუკუნეში რთული გასაგებია, რატომ ვერ დაესწრო სასამართლოს

შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გადაწყვიტა არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. გუშინ, 14 დეკემბერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ვერ ჩაერთო, მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

კომენტარები