მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე ევროპარლამენტარებზე: ვინც წაახალისა სააკაშვილის ჩამოსვლა, ინერვიულოს პატიმრობაზე

ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე, ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო - ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს ამისკენ. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ქართულ მართლმსაჯულებას. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

 

კომენტარები